ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიო ფეხბურთის აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრა.
„ჩვენ სერიოზულად უნდა განვიხილოთ ხელფასის ზღვრის დაწესება, გადარიცხვების ან სააგენტოს საკომისიოების ოდენობა. ამ საკითხებში უნდა არსებობდეს სრული გამჭვირვალობა.
ასევე აუცილებელია განვიხილოთ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელთა რაოდენობის ლიმიტი, აგრეთვე კლუბის აღზრდილების თამაშის ვალდებულება.
დაბოლოს, უნდა განვიხილოთ ეროვნული ნაკრებების კალენდარი და შეჯიბრის ფორმატი. ნაკლები რაოდენობა, მეტი ხარისხი – ეს უნდა იყოს ჩვენი დევიზი”, – თქვა ინფანტიონომ L’Equipe-თან ინტერვიუში.





