1tv.ge ძალიან სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი იური ლომაძე, მისი ძმა ფეხბურთელი ლაშა და მათთან ერთად დაკავებული სამი ადამიანი გაათავისუფლეს.
ჯერჯერობით ისინი შინაპატიმრობაში დარჩებიან, თუმცა იმედია იურის ვარჯიშის საშუალება მალე მიეცემა და ჩვეულ ფორმასაც აღიდგენს.
იური ლომაძის და მასთან ერთად დაკავებული პიროვნებების გათავისუფლების მოთხოვნით შსს-ს თითქმის მთელმა სპორტული სამყარომ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 5 ივლისს, ისინი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ პირს ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.





