საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების დაარსებიდან 27 წელი გავიდა.
აღსანიშნავია, რომ 22 იანვარს, ჯვაროსნები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავენ.
ეს მატჩი საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის, რიგით 163-ე იქნება. ჩვენმა გუნდმა ამ დროის მანძილზე 68 შეხვედრა მოიგო და 493 გოლი გაიტანა.
მატჩი თბილისის დროით 17:30 წუთზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.





