ისტორიაში პირველად, ქართული საკალათბურთო კლუბი ევროლიგის ახალგაზრდულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ზაზა ფაჩულიას აკადემიის 18-წლამდელები საერთაშორისო ტურნირზე მოსკოვის ცსკა-ს ნაცვლად დაუშვეს. ინფორმაციას ზაზა ფაჩულიას აკადემიის გვერდი ავრცელებს.
“სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია გახდა პირველი საკალათბურთო აკადემია რეგიონში, რომელიც 25 მარტიდან ევროლიგის 2022 წლის ახალგაზრდულ ტურნირზე (Adidas Next Generation Tournament) მიიღებს მონაწილეობას, რაც უდიდესი წარმატება და პატივია, როგორც ჩვენი აკადემიისთვის, აგრეთვე ქართული კალათბურთისა და ზოგადად ქვეყნისთვის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იქნება ჩვენი მონაწილეობის პირველი პრეცედენტი
Euroleague Basketball Next Generation Tournament ყოველწლიური ტურნირია, რომელიც 2002 წლიდან იმართება და მისი გენერალური სპონსორი კომპანია Adidas-ია. შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ ევროპის საუკეთესო სპორტული ფრენჩაიზების 18-წლამდელთა გუნდები
აკადემიის გუნდი ჩაერთვება რიგით მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქალაქ პატრასში, საბერძნეთი. თითო საკვალიფიკაციო ჯგუფში არის 8 გუნდი, 7 კლუბი ან აკადემია, ხოლო 1 მონაწილე არის აუცილებლად ”Next Generation Team” – რომელიც სპეციალურად შექმნილია ადიდასის მიერ. ყველა საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს გარანტირებულ ადგილს ფინალში”, – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.








