საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორია დაწერა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 3:2 გაიმარჯვა.
ქართველმა ფეხბურთელებმა ამ გამარჯვებით ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდეს და ევროპირველობაზე თამაშის უფლებაც ფაქტობრივად გარანტირებული აქვთ. ჩვენი გუნდი 10 ქულით ამ დროისთვის საუკეთესო მეორეადგილოსანია ყველა ნაკრებს შორის.





