იტალიის ეროვნული ნაკრების, მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, ინსტაგრამის პირად გვერდზე ევროპის ჩემპიონატის თასის სურათი გამოაქვეყნა. ფოტოზე ბონუჩი და ჯორჯო კიელინი თასთან ერთად წვანან:
,,არ ინერვიულოთ, ის უსაფრთხოდაა, ჩვენ ვიცავთ!” – დაწერა ლეონარდომ პოსტზე.
ევრო 2020-ის ფინალურ შეხვედრაში იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა.


