“დინამო ბათუმის” მცველმა ირაკლი აზაროვმა, შესაძლოა, ბათუმური კლუბი დატოვოს და კარიერა რუსეთის პრემიერლიგაში განაგრძოს.
რუსი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში იუწყება, რომ კრასნოდარს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დაცვითი ხაზის გაძლიერება სურს და მიზანში სწორედ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ჰყავს ამოღებული.
“ჩემი ინფორმაციით, კრასნოდარი აქტიურად აკვირდება დინამო ბათუმის ფეხბურთელ ირაკლი აზაროვს. მას მერე, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის რუბინში დიდ წარმატებას მიაღწია, რუსულ ბაზარზე ქართველებზე დიდი მოთხოვნაა. სულ ცოტა ხნის წინ, თბილისის დინამოდან მოსკოვისაში გადავიდა და შემდეგ იჯარით ურალში აღმოჩნდა ლუკა გაგნიძე. შემდეგი, შესაძლოა, 19 წლის აზაროვი გახდეს”, – წერს არუსტამიანი.
აზაროვმა “დინამო ბათუმში” ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩში 2 გოლი და 2 პასი შეასრულა.ირაკლის საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ივნისში კი ის ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდშიც გამოიძახა და რუმინეთთან სტუმრად მოგებულ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.





