გახსოვთ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბაშაქშეჰირის“ და „პსჟ“-ს დაპირისპირება? არა, მატჩის პერიპეტიებზე ან ანგარიშზე არ გეკითხებით. იქ მომხდარ ინციდენტს ვგულისხმობთ, როდესაც თურქულმა გუნდმა მოედანი პირველ ტაიმში პროტესტის ნიშნად დატოვა.
„ბაშაქშეჰირის“ ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ მათ ერთ-ერთ თანაგუნდელს, კერძოდ კი პიერ ვებოს არბიტრმა რასისტული სახის შეურაცხყოფა მიაყენა. საუბარია არა მთავარ მსაჯზე, არამედ მატჩის მეოთხე არბიტრზე.
რუმინელმა არბიტრმა სებასტიან ჩოლტესკუმ, რასისტული სახის სიტყვა წარმოთქვა. ყოველშემთხვევაში „ბაშაქშეჰირის“ ფეხბურთელებმა ასე ჩათვალეს და სკანდალის აქ დაიწყო.
მთავარმა არბიტრმა, ჩოლტესკუს ჰკითხა თუ წითელი ბარათი ვისთვის უნდა მიეცა, მან კი რუმინულად უპასუხა ala negru, რაც ქართულად “ამ შავ ბიჭს ნიშნავს“. „ბაშაქშეჰირის“ ფეხბურთელი დემბა ბაც ამან გაახელა და გაღიზიანებულმა მეოთხე არბიტრს პასუხი მოსთხოვა თუ რატომ თქვა სიტყვა „ამ შავმა ბიჭმა“.
მოკლედ, უეფას სადისციპლინო და ეთიკის კომიტეტმა ამ საკითხზე ახლა იმსჯელა და ვერდიქტიც გამოიტანა. მეოთხე არბიტრს სებასტიან ჩოლესკუს საქმიანობა სეზონის ბოლომდე აეკრძალა, მთავარი არბიტრის დამხმარეს ოქტავიან შოვრეს კი საყვედური გამოუცხადეს.
უეფას ოფიციალური განცხადების მიხედვით, არბიტრებს მე-11 მუხლი, რომელიც რასობრივი ან სხვა სახის დისკრიმინაციას ეხება, არ დაურღვევიათ.





