2022 წელს ყატარი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. სწორედ, ამის და რუსეთის 2018 წლის მუნდიალისთვის, ფიფას ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი დასჯილია, რომლის ვადაც 2021 წლის 8 ოქტომბერს გადის.
როგორც დამტკიცდა, ფიფას მიერ რუსეთისა და ყატარისთვის მსოფლიო ჩემპიონატების გადაცემა ქრთამის აღებუს საფუძველზე მოხდა. იმ პერიოდში კი პრეზიდენტი სწორედ ბლატერი იყო.
ამჯერად კი იოზეფ ბლატერი კიდევ ეთხელ დასაჯეს. ეთიკის კოდექსის დარღვევის გამო მას 6 წლითა და 8 თვით ფეხბურთთან ნებისმიერი სახით საქმიანი შეხება აეკრძალა.
იოზეფ ბლატერი შარშან ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობა მალე დასტაბილურდა.
ამჟამად ფიფას ყოფილი პრეზიდენტი 85 წლი გახლავთ





