წლის მიწურულს რა თქმა უნდა ყველა დარგში ყველაფერი ჯამდება. ამ მხრივ გამონაკლისი არც აზიელები გამოდგნენ და 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს. მართალია, გამარჯვებული ამ კონტინენტის წარმომადგენელი გახდა, თუმცა ნომინაციაში მხოლოდ აზიელი მობურთალები არ იყვნენ. მასში, აზიაში მოთამაშე სხვა კონტინენტის ფეხბურთელებიც იღებდნენ მონაწილეობას.
Fox Sports asia-ს გამოკითხვით გამარჯვებული „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი სონი გახდა, რომელმაც 286 ქულით ყველა კონკურენტი დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა. მეორე ადგილზე სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მოთამაშე სედრად აზმუნი გავიდა. გამორჩეული ესპანელი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა, რომელიც ამჟამად იაპონურ „ვისელ კობეში“ ირიცხება მხოლოდ მეოთხე იყო, მესამეზე ჟუნიორ ნეგაო გავიდა. საგულისხმოა, რომ ერთ დროს გამორჩეულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჰალკმა გამოკითხვაში მხოლოდ ერთი ქულა მიიღო.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ სონი აზიის საუკეთესო ფეხბურთელი ბოლო 7 წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ვერ გახდა.




