25 წლის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია UFC 270-ზე აღარ იბრძოლებს. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თოფურიასა და შარლ ჟორდენის დაპირისპირება აღარ შედგება.
გავრცელებული ინფორმაციით, UFC-ის ექიმებმა ქართველ მებრძოლს წონის კლების შეწყვეტა და ბრძოლიდან ჩახსნა სთხოვეს.
ცნობისთვის, შეხვედრა თბილისის დროით 23 ინვარს უნდა ჩატარებულიყო.
შეგახსენებთ, რომ ილიას თავდაპირველად მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, თუმცა რუსი სპორტსმენი კორონავირუსის გამო ბრძოლას ჩაეხსნა. ამის შემდეგ, კანადელმა ჟორდენმა ქართველი მებრძოლი გამოიწვია, თუმცა საბოლოო ჯამში ბრძოლა მაინც ჩაიშალა.
”მატადორმა” ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში 3 შეხვედრა ჩაატარა და ყველა ორთაბრძოლა გამარჯვებით დაასრულა.





