“დინამო თბილისის” ოქროს თაობის ფეხბურთელი და ტაშკენტის ფინალის გმირი, ილია დათუნაშვილი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მან “დინამოს” მაისურით 249 ჩატარებულ შეხვედრაში 60 გოლი გაიტანა. დათუნაშვილი არის სსრკ- ს 1964 წლის ჩემპიონი და ორგზის პრიზიორი 1962 და 1967 წლებში. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დაასახელეს ორჯერ – 1964 და 1966 წლებში.
“დინამო თბილისის” ვეტერანი ფეხბურთელი, 20 გოლით არის 1966 წლის გათამაშების ბომბარდირიც.
აღსანიშნავია, რომ ილია დათუნაშვილმა 1966 წლის 22 სექტემბერს ერევნის “არარატს” 23 წუთში 5 გოლი გაუტანა.
“პრაიმ სპორტის” გუნდი სამძიმარს უცხადებს ვეტერანი ფეხბურთელის ოჯახს, ახლობლებს და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს.





