რუსეთის რანგით მე-2 ლიგაში ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი გაიმართა. ვოლგოგრად არენაზე ადგილობრივმა “როტორმა” “ოლიმპი-დოლგოპრუდნი” მიიღო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის 86-ე წუთზე ილია ბერიაშვილმა “როტორის” შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი გაიტანა და გუნდს ქულა შეუნარჩუნა. სადებიუტო გოლი არამარტო მნიშვენლოვანი, არამედ ლამაზიც გამოდგა.
ცნობისთვის, 23 წლის ქართველი მცველი რუსულ გუნდს რამოდენიმე კვირის წინ “თელავიდან” შეუერთდა.
ვოლგოგრადული გუნდი შემდეგ მატჩს 24 ივლისს “სკა ხაბაროვსკის” წინააღმდეგ გამართავს.





