1 ნოემბერს იაპონიის სუმოს ასოციაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა წლის უკანასკნელი ბაშოსთვის. ნოემბრის სუპერტურნირი კუნძულ კიუშუზე 14-დან 28 ნოემბერამდე გაიმართება.
აღნიშნულ ტურნირს ტოჩინოშინი დასავლეთის მე-13 მაეგაშირას რანგში ხვდება. ლევანი რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა, რადგან წინა ბაშოზე ლევანმა დასავლეთის მე-12 მაეგაშირას სტატუსით იჭიდავა და სუპერტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა.
ტოჩინოშინისთვის კიუშუს ბაშო კარიერაში 93-ე იქნება.
ცნობისთვის, უკვე 5 ბაშოა, რაც ქართველი სუმოისტი უარყოფითი ბალანსით ასრულებს ასპარეზობას.








