ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა HITC-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერა და აღნიშნა, რომ ქართველ შემტევს წამყვანი ევროპული კლუბების რადარზე დაბრუნება ისევ შეუძლია.
“ტრანსფერზე ამდენი საუბრისას ხვიჩა კვარაცხელია იმედგაცრუებული იყო და სეზონის საწყის ეტაპზე კარგად ვერ გამოიყურებოდა. შემტევს, რომელიც შვედეთთან მატჩის შემდეგ არიენ რობენს შეადარეს, რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 14 მატჩში მხოლოდ 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.
თუ ქართველს პრემიერლიგის კლუბების ინტერესის მიპყრობა იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ისევ სურს, სტატისტიკა უნდა გააუმჯობესოს”, – წერს გამოცემა.
ცნობისთვის, რუსეთის ჩემპიონატის პირველი წრე 13 დეკემბერს სსრულდება, ამიტომ ხვიჩამ დარჩენილ სამ მატჩში სტატისტიკა უნდა გააუმჯობესოს, რათა ევროპული კლუბების ინტერესში კვლავ დაბრუნდეს.





