ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე “გენტის” განაცხადში ისევ ვერ ხვდება. ბოლო დროს ბელგიური გამოცემები მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ იუწყებიან.
აღნიშნული, საკითხის შესახებ “გენტის” მთავარ მწვრთნელმა, ჰეინ ვანჰაზებრუკმა ისაუბრა.
“ჩაკვეტაძეს ამხანაგურ მატჩში უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩის წინ ტრავმა მიიღო. ბელგიაში დაბრუნების შემდეგ, სამი დღე ივარჯიშა, შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და 4 დღე ისევ ვერ ვარჯიშობდა.
ამ კვირაში მას ბევრი არ უვარჯიშია. გიორგის ბედი სასტიკად არ სწყალობს”, – თქვა ჰეინ ვანჰაზებრუკმა.
ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძე “გენტის” განაცხადში ბოლოს 9 დეკემბერს იყო.





