აპრილიდან, საჩოგბურთო სამყაროში გრუნტის სეზონი იწყება, რომლის გვირგვინიც როლან გაროსის დიდი სლემის გათამაშება იქნება.
თიხის საფარიან კორტებზე მასტერსების სერიაში პირველი მონტე-კარლოს ტურნირია, თუმცა მანამდე 250-იანი კატეროგიის შეჯიბრებები გაიმართება.
მარეკეში, მარბელა და კალიარი – 5 აპრილიდან სწორედ ეს 3 ტურნირებია დაგეგმილი და ჩოგბურთელებიც ამ ქალაქებში გადანაწილდებიან. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასპარეზობა ამ უკანასკნელში ანუ სარდინიაზე გადაწყვიტა.
კალიარის ტურნირის საპრიზო ფონდი 408,800 ევროა და ჩემპიონს 250 სარეიტინგო ქულა დაერიცხება. ქართველი ჩოგბურთელის გარდა, კალიარიში ასლან კარაცევი, ტეილორ ფრიცი, კრისტიან გარინი, დანიელ ევანსი, ლორენცო სონეგო, ჯონ მილმანი, იან ლენარტ-შტრუფი და სხა ჩოგბურთელები იასპარეზებენ.
როგორც ხედავთ, კალიარიში ტოპ ათეულის ჩოგბურთელები არ ითამაშებენ. აქედან გამომდინარე, ნიკოლოზ ბასილაშვილის საჩემპიონო შანსები არარეალურად სულაც არ მოჩანს.
რაც შეეხება წილისყრას, ის ორიოდ დღეში გაიმართება.





