წლის პირველი ბაშო ლეგენდარული ჰაკუჰოს გარეშე ჩატარდება. იაპონიაში, ადგილობრივი ფედერაციის ინფორმაციით, 35 წლის იოკოძუნას კორონავირუსი დაუდასტურდა.
მათივე ცნობით, წინა დღეებში ჰაკუჰომ ყნოსვა დაკარგა, რის გამოც PCR-ტესტი ჩაუტარდა. ტესტის შედეგად კი მონღოლ რიკიშს კოვიდ-19 აღმოაჩნდა.
ჰაცუ ბაშო სტარტს 10 იანვარს აიღებს, თუმცა, სამწუხაროა, რომ ტურნირი ლეგენდარული ჰაკუჰოს გარეშე ჩატარდება. იოკოძუნებს – ჰაკუჰოსა და კაკურიოს ბაშოზე ივლისის შემდეგ არ უასპარეზიათ და გულშემატკივრები მათ დაბრუნებას მოუთმენლად ელოდნენ.








