„კოლოსის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ნიკა სიჭინავამ ჟურნალისტ გიორგი სანადირაძესთან ინტერვიუში უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთ-ერთ ქალაქში ჩარჩენილ ქართველებს დახმარება სჭირდებათ.
„ჩერნიგოვაში უამრავი ქართველია ჩარჩენილი, რომელსაც დახმარება სჭირდება, კარგად ვიცი როგორი რთული სიტუაციაა ყველგან და არ არის მარტივი ვინმეს გამოყვანა, ქართველები იქ ძირითადად სამუშაოდ არიან ჩასულები, ჩემი მეუღლის ოჯახი უნდა ჩამოსულიყო დღეს ჩერნიგოვადან, მაგრამ გზები დანაღმულია და ვერ გამოდიან“, – ამბობს სიჭინავა.





