ტოკიოს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მშობლიურ გუდამაყარს ესტუმრა.
დუშეთის მერიამ 21 წლის სპორტსმენს 500 კვ.მ. მიწა, ყაბარდოული ჯიშის კვიცი და ნაბადი აჩუქა.
მალხაზ წიკლაური თქმით, რომელიც გუდამაყრის რწმუნებულია, ერთ-ერთ მწვერვალს ბექაურის სახელი ექნება.
შეგახსნებთ, რომ ბექაური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე-9 ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, -90 კგ წონით კატეგორიის ფინალში მან გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.








