საქართველოში უახლოეს მომავალში ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის და ასევე ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის სახელობის ვარსკვლავები გაიხსნება. ინფორმაცია კულტურის პალატის თავმჯდომარემ, დათო ოქიტაშვილმა გაავრცელა.
„დღეს, საქართველოს კულტურის პალატასთან არსებულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება – ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორს (ჩვენთვის ეს ოქროა)გენო პეტრიაშვილს გაეხსნას სახელობითი ვარსკვლავები.
სახელობითი ვარსკვლავების გახსნის თარიღებს დამატებით გაცნობებთ. (კომისიისთვის გახდა ცნობილი, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით საჩხერეში უკვე აქვს ვარსკვლავი და შესაბამისად, კომისიას ლაშა ტალახაძისთვის სახელობითი ვარსკვლავის გახსნის საკითხი არ განუხილავს).“ – წერს ოქიტაშვილი.







