ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მატჩში გორის “დილა” “თელავს” ესტუმრა და ანგარიშით 0:2 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმის დამატებულ მე-3 წუთზე გორულმა გუნდმა შესანიშნავი კომბინაცია გაათამაშა, რომელიც ცოტნე მოსიაშვილმა გოლით დააგვირგვინა.
მეორე ტაიმში ანდრეი დემჩენკოს გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და მატჩის 68-ე წუთზე უსმან კამარამ საგოლე გადაცემას გოლიც დაამატა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გორის “დილა” 26 ტურის შემდეგ მე-3 ადგილზე იმყოფება, თელავი კი მე-8 ადგილზეა.
ანდრეი დემჩენკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას შინ ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს, გიორგი მიქაძის გუნდი კი ქობულეთის “შუქურას” ესტუმრება.





