ეროვნული ლიგის 34-ე ტურის მატჩში გორის “დილა” თბილისის “საბურთალოს” ესტუმრა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
შეხვედრა ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი გახლდათ. თბილისური გუნდისთვის აღნიშნული შეხვედრა ევროტურნირებზე გასვლის ბოლო შანსი გახლდათ, თუმცა დემჩენკოს გუნდმა შანსი გამოიყენა და აღნიშნული გამარჯვებით კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.
ლევან კორღალიძის გუნდი 34 ტურის შემდეგ 51 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, გორული გუნდი კი მე-3 ადგილზეა.
ანდრეი დემჩენკოს გუნდი მომდევნო მატჩს შინ თელავის წინააღმდეგ გამართავს, თბილისის “საბურთალო” კი ქობულეთის “შუქურას” ესტუმრება.





