„დილამ“ თურქულ შეკრებაზე მესამე ტესტ-მატჩი გამართა. გორელების მეტოქე ბელარუსის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, „ბატე“ ბორისოვი იყო. ამის მიუხედავად, „დილას“ ფეხბურთელებმა მეტოქეს ტოლ-სწორი წინააღმდეგობა გაუწიეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.
ანგარიში მატჩის დებიუტში რომარიკ გორელთა ფორვარდმა, რომარიკ ეტოუმ გახსნა. 62-ე წუთზე კი ანრი ჭიჭინაძემ გორელთა უპირატესობა 2 ბურთამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.
საგულისხმოა, რომ „ბატესთან“ მატჩის შემდეგ „დილამ“ კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა, ამჯერად რუსული „ჩერტანოვის“ წინააღმდეგ და ამ შეხვედრაშიც გამარჯვება მოიპოვეს, ამჯერად 2:1.





