საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ძიუდოისტთა ჩემპიონთა ლიგაზე “გოლდენ გორმა” ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ასევე ქართული გუნდი “მებრძოლი” 3:2 დაამარცხა და აღნიშნულ ტურნირზე მესამე ადგილი მოიპოვა.
ვაჟა მარგველაშვილმა ბაგრატ ნინიაშვილი დაამარცხა, ლაშა შავდათუაშვილმა ფრიდონ გიგანს სძლია, ვლადიმირ ახალკაცი ტატო გრიგალაშვილთან დამარცხდა, ლუკა მაისურაძემ ავთანდილ ჭრიკიშვილს სძლია და “გოლდენ გორს” ბრინჯაოს მედალი გაუნაღდა. საბოლოო ბრძოლაში გელა ზაალიშვილი “მებრძოლის” სახელით მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანიანმა დამარცხა.
”გოლდენ გორმა” 1/4 ფინალში ბერძნული “არისი” დაამარცხა, ნახევარფინალში კი სერბულ “რედ სტარ” ბელგრადთან დამარცხდა.
აღნიშნულ ტურნირზე, “მებრძოლის” შემადგენლობაში ვარლამ ლიპარტელიანმა იასპარეზა, რაც ქართველ გულშემატკივრებში გარკვეულ იმედს იძლევა, რომ ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი კარიერას არ დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ “გოლდენ გორი” ჩემპიონთა ლიგის პრიზიორი ზედიზედ მეორედ გახდა.







