გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა, NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში მინესოტა ტიმბერვულვსს უმასპინძლა და 141:137 დაამარაცხა.
სასიამოვნოა, რომ 21 წლის ქართველი მიმდინარე სეზონში პირველად ძირითად ხუთეულში გამოჩნდა და საკმაოდ ნორმალური სათამაშო დრო, 25 წუთი მიიღო. ვივარაუდეთ, რომ გოგას დრო გაეზრდებოდა, რადგან მისი კონკურენტები, მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი ტრავმირებული არიან.
Goga joins the @MotorolaUS Starting 5⃣ for the first time this season 👏 pic.twitter.com/uN5Yc2hNEP
— Indiana Pacers (@Pacers) April 7, 2021
ახალგაზრდა ცენტრმა გუნდს 14 ქულა მოუტანა, რაც მისი NBA-ს კარიერის საუკეთესო შედეგია. გოგამ ამას 5 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაამატა.
getting the start tonight 💪 pic.twitter.com/Ja5WP268A7
— Indiana Pacers (@Pacers) April 7, 2021
გოგამ პირველი ორი მეოთხედი ბევრად პროდუქტიულად ჩაატარა და 12 ქულა სწორედ მაშინ დააგროვა, მესამე მეოთხედში კი ზემოთხსენებული სარეკორდო მეთოთხმეტე ქულაც მიითვალა (მანამდე მისი რეკორდი 13 ქულა იყო).
that's a career-high 14 points for Goga 👏 pic.twitter.com/W5W7WTdWXI
— Indiana Pacers (@Pacers) April 8, 2021
სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდა ქართველმა, თავისი შესაძლებლობების ჩვენება NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრის, კარლ-ენტონი თაუნსის წინააღმდეგ მოახერხა და ყველას აჩვენა, რომ უდიდესი პოტენციალი აქვს.
GOGA 🚀 pic.twitter.com/8zqeTaZcp2
— Indiana Pacers (@Pacers) April 7, 2021
იმედია კონკურენტების არყოფნაში, ნეიტ ბიორკგრენი გოგას ძირითად ხუთეულში თამაშის შანსს კიდევ მისცემს, რადგან კარგად ჩანს, მან რამდენად მოუმატა.
ინდიანაპოლისელებს ან დროისთვის 23-27 ბალანსი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციაზე არიან. გუნდი 10 აპრილს ფლორიდაში გაემგზავრება და ორლანდო მეჯიქს დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 03:00-ზე დაიწყება.





