გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა, შარლოტ ჰორნეტს უმასპინძლა და ლამელო ბოლის გარეშე მოთამაშე მეტოქესთან 97:114 წააგო.
ახალგაზრდა ქართველი ნეიტ ბიორკგრენმა ამჯერადაც, მხოლოდ 11 წუთი დატვირთა, გოგა კი ტრადიციულად შესანიშნავი იყო და დამარცხებული გუნდის ის იშვიათი მოთამაშე იყო, რომელმაც მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა.
ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ხოლო მეტოქეზე მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა. მან ორი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ერთი საჯარიმო შეასრულა.
the finish from Goga 🤯 pic.twitter.com/jpfiWNBMSo
— Indiana Pacers (@Pacers) April 3, 2021
ძალიან ცუდი მატჩი ჰქონდათ გოგას კონკურენტებს, 2 გზის ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე დომას საბონისმა 27 წუთში 8 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო მაილს ტერნერმა, მიღებულ 32 წუთში, 7 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა.
როგორც ხედავთ, ტერნერმა პარკეტზე გოგაზე 21 წუთით მეტი გაატარა და მასზე ცუდი შედეგი აქვს, საინტერესოა რამ უნდა აიძულოს ბიორკგრენი, რომ ახალგაზრა ქართველს სათამაშო დრო გაუზარდოს.
GOGA 🎯 pic.twitter.com/8Unm0MXZuV
— Indiana Pacers (@Pacers) April 3, 2021
ინდიანაპოლისელთათვის ეს ზედიზედ მესამე მარცხი გამოდგა, გუნდს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას, სწორედ ახლა აქვს გოგას შანსი, რომ გუნდს თავისი საჭიროება დაანახოს, თუმცა ამისთვის მწვერთნელისგანაც შემხვედრი სურვილი უნდა მოდიოდეს.





