გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა ლიგაში განცდილი ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპვა. NBA-ს 26-ე ტურში ბითაძის გუნდი სტუმრად „დეტროიტ პისტონსს“ შეხვდა და 16 ქულის სხვაობით, 111:95 გაიმარჯვა.
სამწუხაროდ, ქართველმა ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 2 წუთი გაატარა, და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 1 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოასწრო.
გამარჯვებაში ლომის წვლილი დომანტას საბონისს მიუძღვის, რომელმაც მეტოქეს 26 ქულა ჩაუგდო, 8-ჯერ მოუხსნა ფარიდან ბურთი და 8 შედეგიანი გადაცემა შეუსრულა.
ინდიანა 13 მოგებით და ამდენივე აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. გოგას გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 თებერვალს, „ატლანტა ჰოუკსის“ წინააღმდეგ გამართავს.








