დიდ დიღომში მიმდინარე რაგბის კავშირის სხდომა ექსცესებით მიმდინარეობდა, რადგან იქ პრეზიდენტობის ორ კანდიდატს გოჩა სვანიძეს და ირაკლი აბუსერიძეს არ შეუშვეს.
გოჩა სვანიძემ „მთავარ არხთან“ საკმაოდ უცნაური განცხადებაც გააკეთა:
„ვფიქრობ 30 დეკემბერს ჩანიშნული არჩევნები არავითარ შემთხვევაში უნდა ჩაიშალოს, ეს მხოლოდ მას სჭირდება, ვისაც გამარჯვებისთვის გარანტიები სჭირდება.
ბაჩო ხურციძე როგორც ჩანს არჩევნებს აგებს და თუ რატომ დადიან სხვები მის ჭკუაზე ეს ნამდვილად ვერ გავიგე.
მეც ვიყავი გამგეობის თავჯდომარე და პრეზიდენტიც, თუმცა ასე ბოროტად თანამდებობა არასდროს გამომიყენებია.
მითხრეს სიაში არ ხარო, ვერ ვხვდები რისი ეშინიათ, ალბათ სიმართლის მოსმენა არ უნდათ.
გარედან მოისმენენ სიმართლეს, მაგათ მაქედან ცოცხებით გამოვყრი…“
ბოლო სიტყვების ბოლო განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, მისი თქმით ის ემოციურ ფონზე გავაკეთა.
კიდევ ერთი სხდომა კვირას 1 საათზე ჩაინიშნა, ამ გამგეობის სხდომის შემდეგ გაირკვევა გაიმართება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები 30 დეკემბერს.





