გიორგი წიტაიშვილმა დინამო კიევის შემადგენლობაში ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა. ლუჩესკუს გუნდმა პირველი ტესტმატჩი ითამაშა ახალი სეზონის წინ “ბაზელს” 4:4 დაუზავდა.
20 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მეორე ტაიმი ითამაშა და ერთხელ სახიფათო ჯარიმა დაიმსახურა, რომელიც მისმა გუნდელმა ვერ გამოიყენა. მანამდე მან კიეველთა მესამე გოლში ბურთზე შეხების გარეშე მიიღო მონაწილეობა, როცა ფეხებს შორის გაატარა უკეთეს პოზიციაში მყოფი თანაგუნდელის სასარგებლოდ.





