გიორგი წიტაიშვილი, რომელიც კიევის “დინამოს” საკუთრებაა და იჯარით ოდესის “ჩერნომორეცში” თამაშობდა Meta-ratings.com.ua-სთან თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“არაფრის თქმა შემიძლია, რადგან ჩემს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კიევის “დინამოს” ხელმძღვანელობა მიიღებს.
შემიძლია გითხრათ, რომ შვებულების დასრულების შემდეგ კიევში დავბრუნდები.
რაც შეეხება ჩერნომორეცს, დიდი ხნის უთამაშებელი ვიყავი და ეს ჩემი პირველი სტაბილური სეზონი იყო ოთხი წლის განმავლობაში. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იქ ძალიან გავიხსენი და თავი ბრწყინვალე ფორმაში ვიგრძენი”, – თქვა ქართველმა ფეხბურთელმა.
გიორგი წიტაიშვილმა ოდესის “ჩერნომორეცის” შემადგენლობაში უკრიანის ჩემპიონატში 13 მატჩი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.





