თბილისში ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გიორგი ტერაშვილი გახდა.
18 წლის სპორტსმენმა ფინალში გიორგი ჩიხლაძეს დამატებით დროში ვაზარით მოუგო და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბრინჯაოს მედლის მფლობელები ფრიდონ გიგანი და მიხეილ ბახბახაშვილი გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი თემურ ნოზაძე გახდა, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ოქროს მედალი თენგო ზირაქაშვილს ერგო.





