ლუქსემბურგის დედაქალაქ ლუქსმებურგში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ქართველი ძიუდოისტებიდან ტატამიზე გიორგი სარდალიშვილი (-60) და თენგო ზირაქიშვილი (-66) გამოვდინენ.
სარდალიშვილმა სამი მეტოქე დაამარცხა და ფინალში გავიდა. თენგო ზირაქიშვილი კი ნახევარფინალურ ეტაპზე რუს სპორტსმენს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:30-ზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს ippon.org-ი შემოგთავაზებთ.





