გიორგი ლორია წლებია საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარეა. ქართველმა კიპერმა შვედეთის წინააღმდგაც უმაღლეს დონეზე ითამაშა და რამდენიმე ე.წ. „მკვდარი“ ბურთი გამოაძრო.
28 მარტს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს უპირისპირედება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვილი სანილს, გიორგი ლორიაც ახლდა.
„
„ ფსიქოლოგიურად ყველა მატჩისთვის მზად ვარ, არ აქვს მნიშვნელობა მეტოქე ძლიერი გუნდია თუ სუსტი, მეტოქე გუნდების დაყოფა ასე არ შეიძლება, თუმცა ესპანეთთან თამაშისას უფრო დიდი მოტივაციაა.
მაქსიმალურად ვეცდები ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც მთავარი მწვრთნელი დაგეგმავს.”
ძალიან სასიამოვნოა, რომ მატჩს ქომაგები დაესწრებიან. ეს ძალიან მაგარი იქნება. ვეცდებით, ხალხს ის სიხარული დავუბრუნოთ, რასაც გამარჯვების გემო ჰქვია” – ამბობს გიორგი ლორია.





