ბელგიური “გენტი” კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე ბელგრადის პარტიზანთან გამართავს.
გუნდთან ერთად ვარჯიშობს 22 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გენტის ბოლო მატჩის განაცხადში მცირე ტრავმის გამო არ იყო.
“გენტის” ინსტაგრამ გვერდზე გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, ჩაკვეტაძე მწყობრშია და გუნდთან ერთად სრულფასოვნად ვარჯიშობს.
მოგვიანებით გენტის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა 24-კაციანი სამატჩო განაცხადში გიორგიც შეიყვანა.
ქართველმა ფეხბურთელს ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა. ამ სეზონში გენტის მაისურით ყველა ტურნირის 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.
ჩაკვეტაძემ გატანა ახლახანს ბელგიის თასზე მოახერხა 928-დღიანი პაუზის შემდეგ.





