საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი საგრძნობლად დაეცა.
ბელგიური გამოცემა VoetbalNieuws-ის მიერ გავრცელებული მონაცემებით, „გენტის“ შემტევის ფასი 4 მილიონამდე მერყეობს.
ბოლო მონაცემების შემდეგ, 21 წლის ფეხბურთელის ღირებულებამ ფაქტობრივად 2 მილიონით დაიკლო. ამას თავისი მიზეზებიც აქვს. გიორგი ჩაკვეტაძეს 2019 წლის შემდეგ ტრავმების გამო თითქმის არც უთამაშია.





