საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიაში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ქართველი ფეხბურთელი სანაკრებო პაუზამდე მშვენიერ ფორმაში შედის. ბელგიის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩში “გენტმა” შინ “სერკლ ბრიუგე” მიიღო და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.
ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრის 73-ე წუთზე ასისტი შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. გიორგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბელგიის იუპერლიგაში 5 მატჩში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
“გენტი” მომდევნო შეხვედრას კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კვიპროსული “ანორთოსისის” წინააღმდეგ გამართავს.





