31 ოქტომბერს თბილისის დროით 23:00 წუთზე “გენტი” ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-13 ტურის მატჩში შინ “როიალ უნიონს” დაუპირისპირდება.
“გენტმა” ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა და მათ შორის არ არის ქართველი შემტევი.
“გენტს” ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, მაგრამ როგორც ბელგიური მედია წერს, ქართველ შემტევს მცირე ტრავმა აქვს და ის 4 ნოემბერს კონფერენსლიგაზე “პარტიზანთან” მატჩისთვის მწყობრში უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც ტრავმების გამო თითქმის სამი სეზონი გაუცდა, ბელგიის თასზე ახლახანს თერთმეტმეტრიანი გაიტანა.
ცნობისთვის, ეს გიორგის პირველი ოფიციალური გოლი იყო 928-დღიანი პაუზის შემდეგ.





