საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე სარეაბილიტაციო პროცესს თბილისში, „დინამოს“ ბაზაზე გადის.
ინფორმაცია ბელგიური „გენტის“ Instagram-გვერდზე ვრცელდება. ფოტოზე გიორგი სატრენაჟორო დარბაზში იმყოფება და მასთან ერთად ასევე არის „გენტის“ ფიზმომზადების მწვრთნელი, იური გურკინი.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი თითქმის ერთი წელია უთამაშებელია. ბელგიის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონში ის მოედანზე მხოლოდ სამ შეხვედრაში გამოჩნდა, ბოლო ასეთი შემთხვევა კი 4 ოქტომბერს იყო.





