საქართველოს ნაკრებისა და “გენტის” 22 წლის ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას “ჰამბურგში” გააგრძელებს.
გერმანულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ქართველი შემტევიც წარადგინა.
გიორგი ჩაკვეტაძემ “ჰამბურგის” პრესსამსახურთან პირველი კომენტარი გააკეთა.
“მოხარული ვარ, რომ “ჰამბურგში” ჩემი ტრანსფერი შედგა. გუნდის ხელმძღვანელობამ თავი კარგად მაგრძნობინა. ახლა ვიმედოვნებ, რომ გუნდს მალე შევეწყობი, გავიცნობ ჩემს თანაგუნდელებს და გუნდის დახმარებას უკვე მოედანზე შევძლებ”, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.





