12 აგვისტოს გიორგი ჩაკვეტაძის “გენტი” რიგაში RFS-ის წინააღმდეგ ითამაშებს.
21 წლის ქართველი ფეხბურთელი, რაც სეზონი დაიწყო, განაცხადში ერთხელაც ვერ მოხვდა, თუმცა ეს უსიამოვნო ტრადიცია შეიძლება დაირღვეს. გიორგი “გენტს” რიგაში გაჰყვა და საპასუხო მატჩისთვის გუნდთან ერთად ემზადება. გუნდმა თვითფრინავში გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც სხვებთან ერთად, გიოც ჩანს.
გიორგი ჩაკვეტაძეს ოფიციალურ მატჩში 2020 წლის 4 ოქტომბრის მერე არ უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ ივნისში “ფეიენოორდთან” მატჩში გამოჩნდა. მან ივლისში “ლილთან” ამხანაგური მატჩის ბოლო წუთებიც ითამაშა, თუმცა შემდეგ კვლავ თვალთახედიდან გაქრა.
“გენტი” ორი მატჩის ჯამში წარმატების შემთხვევაში, ტურნირის საკვალიფიკაციო პლეი ოფში პოლონური რაკუვისა და ყაზანის “რუბინის” წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება.





