21 წლის ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე “გენტთან” ერთად პოლონეთში გაემგზავრა, სადაც მის გუნდს კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის პირველი დაპირისპირება ელის “რაკუვთან”.
“გენტის” მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძე გუნდის 22-კაციან განაცხადში შეიყვანა და იმის გათვალისწინებით, თუ როგორ წარმოაჩინა ქართველმა ფეხბურთელმა თავი ბოლო მატჩში, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ქალაქ ბელსკო-ბიალაში მოედანზეც გაიყვანს. “გენტი” პოლონეთში უკვე ჩაფრინდა.
“მეხელთან” მოგებაში (2:0) თავისი წვლილი გიორგიმაც შეიტანა
მეხელთან მოგებაში თავისი წვლილი გიორგიმაც შეიტანა და საგოლე პასი მიითვალა.
‘გენტისა” და “რაკუვის’ პირველი დაპირისპირება პოლონეთში 19 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო კი ბელგიაში 26 აგვისტოს. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს სწორედ კონფერენსლიგის მატჩში, ლატვიურ RFS-სთან დაუბრუნდა.








