“უიპეშტის” 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ბერიძემ “პაკშის” წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. უნგრეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში “უიპეშტმა” შინ “პაკში” მიიღო და მინიმალური სხვაობით 4:3 დაამარცხა.
გიორგიმ მატჩის მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა, შეხვედრის 43-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
“უიპეშტი” უნგრეთის ჩემპიონატში 16 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.





