“დინამო” ბათუმს “ტრე პენეს” დამარცხება არც მეორე მატჩში გაუჭირდა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა უეფას ახალი ევროტურნირის, კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში სან მარინოს კლუბს 3:0 მოუგო. ორი მატჩის ჰამში ჯამში, ბათუმელებმა მეტოქე 7:0 დაამარცხეს და მეორე ეტაპზე გავიდნენ, სადაც ბორისოვოს ბატე-ს შევხდებიან.
ტრე პენესთან მატჩის დასრულების შემდეგ, დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა და მომდევნო მეტოქეზეც ისაუბრა
გია გეგუჩაძე:“მთავარი ის არის, რომ შემდეგ ეტაპზე ვართ. ორჯერვე მშრალი ანგარიშით მოვიგეთ. მეორე თამაშის წინ განწყობა შესაბამისი არ იყო. დღეს მათ სხვა მიზანი ჰქონდათ – ამ მატჩში უფრო დაიხარჯნენ. სურდათ, რომ ერთ გოლი მაინც გაეტანათ. მეორე ტაიმში სიტუაცია გამოვასწორეთ. რაც შეეხება მომდევნო ეტაპს: ბატე-სთან შანსები თანაბარია, ახლა მეტოქეს ვსწავლობთ. ძლიერი და კარგი გუნდია, მაგრამ მგონია, რომ მეტი კონცენტრაციისა და მონდომების ხარჯზე ყველაფერი გამოვა. ვეცდებით, სწორად ვითამაშოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ.”
დინამო ბათუმსა და ბატე-ს შორის პირველი მატჩი 22 ივლისს ბათუმში გაიმართება, საპასუხო კი – 29-ში.





