კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩში “გენტმა” შინ პოლონურ “რაკოვს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
ბელგიურმა გუნდმა ამ გამარჯვებით კონფერენს ლიგის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
გიორგი ჩაკვეტაძე “გენტის” სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო. ახალგაზრდა ფეხბურთელს მატჩის მიწურულს გოლის გატანის მშვენიერი შესაძლებლობა შეექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გუნდი შემდეგ შეხვედრას 29 ივნისს “ბრიუგეს” წინააღმდეგ გამართავს.








