“გენტის” მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაზებრუკი Voetbalmagazine-ს გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ესაუბრა.
“იქნება თუ არა ეს სეზონი მაინც ჩაკვეტაძის? გენტის ნახევარმცველი წლების განმავლობაში ტრავმებმა გააწამა, თუმცა, როგორც ჩანს, ის დაბრუნდა. ვანჰაზებრუკს ეიმედება, რომ ამ სეზონში ქართველის გამოყენებას შეძლებს”, – წერს გამოცემა.
ჰეინ ვანჰაზებრუკი (გენტის მწვრთნელი): “მას ჯერ კიდევ აქვს გარკვეული პრობლემები, თუმცა გიორგის თამაში კარგი იყო. ახლა მას, როგორც სხვებს, ჰმართებს ისე თამაში, როგორც თანამედროვე ფეხბურთელს. უნდა გინდოდეს ყველაფრის მოგება, ესაა საბაზისო ჭეშმარიტება წარმატებისთვის.
მაგრამ პირველ რიგში, გიორგი უნდა იყოს ჯანმრთელად”.
შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო გიორგი ჩაკვეტაძემ გენტში 2019/20 წლების სეზონში სულ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2020/21 წლების სეზონში კი 4-ში. გენტმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გიორგი ჩაკვეტაძემ ჯერ “დიკენფენესთან” ითამაშა, შემდეგ “ფეიენოორდთან” ამხანაგურ მატჩებში.





