PrimeSport.ge გთავაზობთ NBA-ს გასული სათამაშო დღის ყველა მიმოხილვას ერთ სივრცეში.
დენვერ ნაგეთსი 99:112 ბოსტონ სელტიკსი
ბოსტონ სელტიკსმა მორიგი მარტივი გამარჯვება მოიპოვა. ჯეისონ ტეიტუმის, კემბა უოლქერისა და ჯეილენ ბრაუნის ლიდერობით, მასაჩუსეტსელებმა კოლორადოელები დაამარცხეს.
დამარცხებულთაგან საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც თავის გუნდს 43 ქულა შესძინა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ლოს ანჯელეს ლეიკერსი 112:104 მინესოტა ტიმბერვულვსი
ლებრონ ჯეიმსმა და მისმა მეგობრებმა მინესოტა ტიმბერვულვსი არ დაინდეს. ლეიკერსი ამ მატჩს ენტონი დევისის გარეშე ატარებდნენ, ლებრონს პარტნიორობა დენის შროდერმა და მონტრეზ ჰერელმა გაუწიეს.
რაც შეეხებათ „მგლებს“ აქ გამორჩეული ბოლო დრაფტის პირველი ნომერი ენტონი ედვარდსი იყო, მან 28 ქულა, მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, მას ასევე 2 დაფარებაც ჰქონდა.
ნიუ ორლეანს პელიკანსი 144:113 მემფის გრიზლისი
გასული სეზონის დრაფტის პირველი და მეორე პიკების დაპირისპირებაში, ზაიონ უილიამსონის (31ქ) პელიკანსმა ჯა მორენტის (28ქ) გრიზლისი დაამარცხა.
გამარჯვებულთაგან კარგი მატჩი ჯოშ ჰარტს ჰქონდა, რომელიც თამაშში სკამიდან ჩაერთო და გუნდს 27 ქულა შესძინა.
ტორონტო რეპტორსი 124:113 მილუოკი ბაქსი
ბევრს ეცადა ბოლო ორი რეგულარულის MVP იანის ანტეტოკუნმპო, თუმცა მისი 34 ქულა, 10 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 5 ჩაჭრა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
კანადელებს ფრედ ვან ვლიტმა 33 ქულით ულიდერა, ხოლო ძირითადი ხუთეულის მოთამაშეებს და ასევე კრის ბუშეს 10+ ქულიანი თამაში ჰქონდათ.
პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 115:104 ოკლაჰომა სიტი თანდერი
დემიენ ლილარდმა პორტლენდს 31 ქულით 10 შედეგიანი გადაცემით და 7 მოხსნით ულიდერა, მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა და ბლეიზერებს მორიგი გამარჯვება მოუპოვა. აღსანიშნავია ენეს ქანთერის 21 მოხსნა, ის ფაქტობრივად სამწამიანში დომინირებდა.
ბრუკლინ ნეთსი 128:124 ფინიქს სანსი
კევინ დურანტის და კაირი ირვინგის გარეშე მოთამაშე ბრუკლინს, მესამე სუპერვარსკვლავმა ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. წვეროსანმა ნიუ იორკელებს 38 ქულა, 7 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
მატჩის დასრულებამდე 31 წამით ადრე, როცა ანგარიში 123:124 იყო სანსის სასარგებლოს, ჯეიმსმა გადამწყვეტი სამქულიანი ჩააგდო, რითაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.







