ყაზანის რუბინს უკვე წლებია ჩემპიონთა ლიგაში არ უასპარეზია. ყაზანელების მთავარი მიზანიც ამ სეზონში სწორედ ეს იქნება – რამენაირად ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საგზური მოიპოვონ.
ეჭვგარეშეა, რომ „რუბინს“ ამ საპასუხისმგებლო მისიაში ყველაზე მეტად თუ არა, ძალიან ეიმედება ხვიჩა კვარაცხელიასი. ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის ტურშიც მშვენივრად ითამაშა. „უფას“ კარში გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
„რუბინის“ ფიზმომზადების ესპანელი მწვრთნელი ხავიერ ნოია სალესი პირობას დებს, რომ თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ ის წვერს ბოლომდე გაიპარსავს.
„თუ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშებთ, საჯარო პირობას ვდებ რომ წვერს გავიპარსავ. წლებია ეს იმიჯი მაქვს, თუმცა ამ მიზეზით მას შეველევი.
არა, კიდევ დავკონკრეტდები – ევროპის ლიგაზე კი არა, ჩემპიონთა ლიგაზე მაქვს საუბარი. ადრე, როდესაც სპარტაკში ვმუშაობდი, იქაც მნიშვნელოვანი მისია შევასრულეთ – ჩემპიონები გავხდით, რასაც გუნდი 16 წელი ელოდა“ – ამბობს ლეონიდ სლუცკის დამხმარე ესპანელი მწვრთნელი.





