მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, საფეხბურთო ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები 1 საფეხურით არის დაქვეითებული. ვილი სანიოლის გუნდი 1269.24 ქულით 86-ე პოზიციას იკავებენ.
ჩვენს გუნდს იანვარში არ უსაპარეზია და რეიტინგში 1 ადგილის დაკარგვა გაბონის ნაკრების დაწინაურებამ გამოიწვია
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 2022 წლის მარტში გამართავს, ზაფხულში ჩვენს გუნდს კი ერთა ლიგის მატჩები ელის, სადაც ჯერ საკუთარ მოედანზე, 2 ივნისს გიბრალტარს შეხვდება, 5 ივნისს ბულგარეთს ესტუმრება, 9 ივნისს ასევე სტუმრად ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება, 12 ივნისს კი საკუთარ მოედანზე ბულგარეთის ნაკრებთან წარდგება.








