ევროპის ოლიმპიურ თამაშებს ფარიკაობა დაუბრუნდა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (EOC) და ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის (EFC) მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, მესამე ევროპული თამაშების პროგამაში აღნიშნული სპორტის სახეობაც იქნება შეტანილი.
საგულისხმოა, რომ პირველ ევროპულ თამაშებზე, რომელიც 2015 წელს ბაქოში გაიმართა, ფარიკაობა პროგრამაში შეტანილი იყო, თუმცა მინსკის 2019 წლის თამაშებზე ორგანიზატორებმა მისი ამოღება გადაწყვიტეს.
აღსანიშნავია, რომ მოფარიკავეთათვის ევროპულ თამაშებს 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის დატვირთვაც ექნება. ასევე მესამე ევროპულ თამაშებზე 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება ფარიკაობასთან ერთად სპორტის უმეტეს სახეობაში.
შეგახსნებთ, რომ 2023 წელს ევროპულ თამაშებს პოლონეთის ქალაქი კრაკოვი უმასპინძლებს.







